ხუთშაბათი, 21.11.2024, 20:51
მთავარი » 2009 » აპრილი » 13 » Dm Amx By Kala
|
ვინც დატესტა წინა clanwar amx-ი ესეიგი იცით რა plugin-ები მაქვს გამოყენებული და თითქმის იგივე გამოვიყენე ამ ახალ DM-ში, ეხლა ვინც არ იცის რა არის Death Match მოკლედ აგიხსნით: DM-ში როცა კვდება მოთამაშე, 2 წამის შემდეგ ისევ ცოცხლდება, ოღონდ ტურის სხვა წერტილში, ეს იმ შემთხვევაში ხდება თუ ჩართულია სერვერზე ისეთი map-ი რომელიც counter-ის დაყენებისას მოყვება თამაშს, დანარჩენ შემთხვევებში, ჩვეულებრივად ბაზაში ჩნდება. ვისაც ნათამაშები გაქვთ Dm სერვერზე მოგეხსენებათ ის ფაქტი რომ ესეთი თამაში რეაქციას ანვითარებს ;) ერთი მინუსი ქონდა ამ amx-ს, მოთამაშეს თამაშის დაწყებისას ეძლეოდა ლიმონკა, და რატომაა ეხლა ეგ მინუსი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ყველა ცოცხალია, ფაქტიურად ისეთი მომენტი არ არსებობს რომ ვინმე დიდიხნით მოკვდეს :D ესე თამაში რა თქმა უნდა ქაოსია და კიდევ ლიმონკები?! ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია, ასე რომ მსჯელობიდან გამომდინარე ლინომკა DM-ში ზედმეტია და ამოვიღე. შეცვლილია იარაღების ყიდვა, ყველაფერი უფასოა, აბოიმები არ თავდება და ა.შ. ამ amx-ს მოყვება ისეთი game.cfg რომელიც სერვერის გამართვას გაგიადვილებთ, მაგალითად აღარ დაგჭირდებათ freeztime-ის გამორთვა და სხვა მრავალი ტვინის ჭმა. ერთი მინუსი ის აქვს ამ amx-ს რომ Condition Zero-ზე მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ყენდება თუ Patch-ს არ დააინსტალირებთ. მოკლედ გადაწერეთ ეს amx-ი, უადვილესია ამის დაყენება, როგორც წინა ClanWar დააინსტალირეთ ზუსტად ისე ყენდება ეს DM-იც. გისურვებთ წარმატებებს ;)
|
კატეგორია: AMX |
ნანახია: 2502 |
დაამატა: allen
| რეიტინგი: 3.8/8 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|